ცნობიერების ნაკადი

stream of consciousnessვირჯინია ვულფი თავის ნარკვევში „თანამედროვე პროზა“ თანამედროვე ლიტერატურის წარმომადგენლებს ურჩევდა აღეწერათ ატომები, რომლებიც გონებას აწვიმს, თანაც იმ თანმიმდევრობით რა თანმიმდევრობითაც ისინი მას ეცემა. მაგრამ ეს მხოლოდ მისი მოგონილი მოთხოვნები არ იყო, ისინი დრომ  მოიტანა. ამის შემდეგ კი დაიწყეს მისთვის სახელის მოფიქრება. ყველაზე მეტი ფიქრი ამას ფსიქოლოგმა უილიამ ჯეიმსმა მოანდომა, შეიძლება ეს ყოფილიყო „აზრთა დინება“ „ფიქრთა დინება“, „ცნობიერების ნაკადი“, „სუბიექტური არსებობის ნაკადი“. ამასთან დაკავშირებით აგრეთვე გაჩნდა, „შინაგანი“ მოვლენების მთელი წყება: „შინაგალი ხედვა“, „შინაგანი კინო“, „შინაგანი მონოლოგი“. საბოლოოდ კი დარჩა „ცნობიერების ნაკადი“ და „შინაგანი მონოლოგი“.

აქ, კი ერთი დიდი პრობლემა წარმოიშვა, ხშირად ცნობიერების ნაკადსა და შინაგან მონოლოგს აერთიანებენ, მაშინ როდესაც შინაგანი მონოლოგი ერთ-ერთი ლიტერატურული ხერხის დონეზეა ცნობიერების ნაკადის ეფექტის მისაღწევად, თუმცა ყველაზე მთაავარი ხერხის. ამასთან ერთად შინაგანი მონოლოგის პრინციპი აქტიურად გამოიყენება მაგალითად კლასიკურ ლიტერატურაშიც, თუნდაც ავიღოთ ბალზაკის ნაწარმოებები სადაც შინაგანი მონოლოგი არასდროს იქნება გააზრებული როგორც არაცნობიერი, ის რეალობის ობიექტურ გადმოცემასთანაა მჭიდრო კავშირში. შინაგანი მონოლოგის არაცნობიერ სფეროში გამოყენება კი მაშინ გახდა შესაძლებელი როდესაც თავად ეს ტერმინი გახდა ლიტერატურისთვს ცნობილი და გამოყენებადი.

ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთდროულად იწერებოდა სამი რომანი, ეს იყო მარსელ პრუსტის „ დაკარგული დროის ძიებაში“, ჯოისის „ხელოვნების პორტრეტი ახალგაზრდობაში“ და დოროთი რიჩარდსონის „ მოგზაურობა“, რომლებსაც წილად ხვდათ ახალი ლიტერატურული ტენდენციის, ფსიქოლოგიური ტიპის შექმნა. აქედან თაოსნობა ითავა დორითი რიჩარდსონმა, თუმცა მისი პროზა მხატვრული ტექნიკის მრავალფეროვნებით შემოიფარგლა, პრუსტის დამსახურება, კი, რთული ასოციაციური ნაწილის შემოტანაა ლიტერატურაში, თუმცა პრუსტი ბოლომდე მაინც არ გაყვა ცნობიერების ნაკადს, აი ჯოისმა კი ცნობიერების ნაკადში ყველაზე დიდი პირობა შექმნა თავისი „ულისეთი“.

ერთხელ, 1920 წელს კრიტიკოსი ფალერი ლარბო შეხვდა ჯოისს და ესაუბრა „ულისეს“ შესახებ, ჯოისმა კი საუბრისას აღნიშნა, რომ შინაგანი მონოლოგი მასზე ადრე უკვე გამოიყენა ფრანგმა ედუარდ დიუჟარდენმა 1887 წელს. ამ საუბრის შემდეგ კი ლარბომ გამოსცა დიუჟარდენი. რა თქმა უნდა ედუარდ დიუჟარდენი სიხარულით ცას ეწია მისი მივიწყებული რომანი, რომ კვლავ გაიხსენეს და გადაწყვიტა სპეციალური შრომაც მიეძღვნა მისთვის, თუ რატომ გამოიყენა ჯერ კიდევ წინა საუკუნეში შინაგანი მონოლოგის ტაქტიკა. რა თქმა უნდა ედუარდის შინაგანი მონოლოგი სულაც არ იყო ცნობიერების ნაკადი და ეს ჯოისს კარგად ესმოდა, რომლესაც უყვარდა თავისი ოპონენტების ცინიკური პროვოცირება.

ახალი ფსიქოლოგიური პროზის პოეტიკის, ცნობიერების ნაკადის ტექნიკის შექმანაში აშკარაა რომ დიდი წვლილი მიუძღვის იმ დროინდელ ახალ ფსიქოლოგიურ მიმართელებებს და განსაკუთრებით კი ფროიდისტულ-ფსიქოანალიტიკურ კონცეფციას. აქვე მინდა ვთქვა, რომ ფროიდის თეორია ადამიანის არაცნობიერი სამყაროს შესახებ 20-იან წლებში გასცდა ფსიქოლოგიასა და იმდროიდელი მწერლებისთვის (და არა მარტო მწერლებისთვის) უდავო ჭეშმარიტებად გადაიქცა. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ფროიდისა თუ იუნგის პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენა განიცადეს რიგმა მწერლებმა, უმნიშვნელოა, შეიძლება ითქვას რომ ისედაც მთელი ეპოქა იყო ამით დაავადებული. მწელები კი რომლებიც არაცნობიერს გადმოგვცემენ ისეთივე რეალისტები არიან როგორც მათი წინამორბედები, ისინი უბრალოდ პერსონაჟს არაცნობიერი სფეროს რეალიზებას ახდენენ და ხშირად ფსიქოლოგიური თეორიებით სტიმულირებენ. მწერლისთვის არა მოქმედი პირის ფსიქოლოგიური დახასიათებაა მნიშვნელოვანი, არამედ, მისი ფსიქიკის აქტივობის ჩვენება, თანაც ისე, რომ წინ მოდის ცნობიერების მეტყველებამდელი დონე, რომელიც არ არსებობს კომუნიკაციურ სფეროში. მწერალი პერსონაჟს აყენებს საკუთარი აზროვნების ზღვართან სადაც მის არაცნობიერ მიზეზ-შედეგობრიობას ამხელს რომელიც რეალობაში გაუაზრებელია.

ასევე საინტერესოა მისი დროსთან მიმართება. ის თითქმის აწმყოზეა დამოკიდებული და მისი შეგრძნებებიც, თუნდაც წარსულიდან გადმონაშთი შეგრძნებები, აწმყო დროით განიხილება და მასზე ახდენს ზემოქმედებას.

ცნობიერების ნაკადში ასოციაციური ბუნაბა ძირითადად ორი სახისაა: ერთ შემთხვევაში ასოციაციები ეყრდნობა გმირის ან მთხრობელის ცნობიერებაში არსებულ ფაქტებს (ხშირად ერთმანეთისგან გათიშულ), რომლებიც ცნობიერს ახალი ასოციაციებისკენ მიმართავენ. ესენი ან გააზრებული ან გაუაზრებელი ფაქტებია, მაგრამ მაინც ფაქტებია, გმირის ცხოვრების დეტალები, რომლებსაც ის ქაოსურად იაზრებს.

მეორენაირი ასოციაცია კი მთლიანად მწერლის მხატვრულ გააზრებაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში ასოციაცია არ ეხება გმირის ფიზიკური არსებობის ფიქრებსა თუ მის სულიერ ცხოვრებას და ის მთლიანად მწერლის მატვრული გაფორმებაა, რომ პირველი სახის ასოციაცია დაუკავშიროს მეორეს და ერთმანეთთან შეთნხმებაში მოიყვანოს.

stream-of-consciousness-brian-commerford

stream of consciousness

დატოვე კომენტარი